პაციენტი 49 დღის განმავლობაში COVID19-ით იყო ინფიცირებული, თუმცა უსიმპტომოდ და თავს კარგად გრძნობდა პაციენტი 49 დღის განმავლობაში COVID19-ით იყო ინფიცირებული, თუმცა უსიმპტომოდ და თავს კარგად გრძნობდა />


  18:13:15     02-04-2020

პაციენტი 49 დღის განმავლობაში COVID19-ით იყო ინფიცირებული, თუმცა უსიმპტომოდ და თავს კარგად გრძნობდა

a97679.jpg

ჩინემა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს 27 მარტის კვლევა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ახალი შემთხვევა. თებერვლის დასაწყისში, შუახნის მამაკაცი წავიდა ვუჰანის საავადმყოფოში, სადაც მას კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმებმა გაიმეორეს ტესტი, რამაც აჩვენა, რომ პაციენტი კვლავ გადამდები იყო - წერს Daily Mail.

საინტერესოა, რომ მამაკაცი საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს, სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურის უმნიშვნელო მატება იყო. როგორც ჩანს, ვირუსმა დინამიური წონასწორობა შექმნა პაციენტის იმუნურ სისტემასთან, რის გამოც მამაკაცი არ იყო ავად, თუმცა აქტიურად აინფიცირებდა სხვებს. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანში არსებული კორონავირუსი შესაძლოა გადამდები 49 დღის განმავლობაში იყოს. ამის მიზეზი ალბათ ახალი მუტაციაა, მაგრამ ექსპერტებს ესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია და გამოკვლევა ამ თეორიის დასადასტურებლად ან უარყოფისთვის.

0

ავტორი: