08:50:47     02-04-2020
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ.
ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel იუწყება.
როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, მინიოსტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ.
71 წლის იაკოვ ლიცმანი ისრაელის მთავრობაში ყველაზე ასაკოვანი მინისტრია. ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ექიმები აკვირდებიან. მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს.
0