15:06:43     01-04-2020
ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს - რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კარანტინშია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა – აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ საავადმყოფიში მივიდა, სადაც მას ექიმმა დენის პროცენკომ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააცნო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩნდება ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი საკარანტინო რეჟიმში იმყოფება.
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავს კარგად გრძნობს და ხალხისგან დისტანცირებას ცდილობს, სწორედ ამიტომ მთავრობის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კონფერენცია ღია ფორმატში ჩატარდება.
პესკოვის თქმით, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც პრეზიდნეტთან ერთად გასულ კვირას საავადმყოფოში იყო, ვირუსზე ტესტს ყოველდღიურად იკეთებს.
0