09:11:07     01-04-2020
"კორონავირუსი უდიდესი ტესტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც უახლოეს წარსულში ანალოგი არ მოეპოვება"
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, კორონავირუსი უდიდესი ტესტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც უახლოეს წარსულში ანალოგი არ მოეპოვება.
"ახალი კორონავირუსი თავს ესხმის საზოგადოებებს და ადამიანებს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს ართმევს. აუცილებელია დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება,“- განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდა, რომლებსაც, გუტერეშის შეფასებით, "ვირუსისგან, რომელიც ტყის ხანძრის მსგავსად ვრცელდება, ღამის კოშმარი ელოდებათ.“
გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ მსოფლიოში, შესაძლოა, 25 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს, გლობალური პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა კი 40 %-ით შემცირდეს.
0