დონალდ ტრამპი: მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიგვეღო, აშშ-ში 2,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა დონალდ ტრამპი: მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიგვეღო, აშშ-ში 2,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა />


  08:29:37     01-04-2020

დონალდ ტრამპი: მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიგვეღო, აშშ-ში 2,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა

a97588.jpg

მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, ქვეყანაში კორონავირუსით 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"კიდევ ერთხელ, ეს გრიპი არ არის. ხალხი ამბობდა მივუშვათო და ეს რომ გვექნა, ახლა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.2 მილიონი გვექნებოდა. ბევრი მეგობარი და ბიზნესმენი მეუბნებოდა, მოდი არაფერი გავაკეთოთო. ჩათვალე, რომ ეს უბრალო გრიპიაო. მაგრამ, ეს არ არის გრიპი. მეგობარს აცილებ საავადმყოფოში და მეორე დღეს ურეკავ და ის კომაშია – ასეთი რამ მეც მომივიდა. ასე რომ, ეს არ არის გრიპი. თავდაპირველად ბრიტანეთშიც უნდოდათ ამ დაავადების მიშვება, ამ კონცეფციას განიხილავდნენ, თუმცა, შემდეგ ისინიც მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა და ეს იქნებოდა კატასტროფა," - განაცხადა ტრამპმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 181 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 606 - გარდაიცვალა.

0

ავტორი: