00:19:51     31-03-2020
„მეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არაა საშიში, მაგრამ მე ჯოჯოხეთი გამოვიარე“ - მოდელს, რომელსაც საკუთარი ფილტვებიდან უცნაური ხმაური ესმოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
30 წლის ფრანგი მოდელი ინტან კლემენტი ფიქრობდა, რომ მეგობრისგან სურდო გადაედო, თუმცა, დაახლოებით ორი კვირის წინ მას სუნთქვის პრობლემები დაეწყო და ხველა განუვითარდა. ამის მიუხედავად, კლემენტი მეგობრებთან ერთად თხილამურებით სასრიალოდ წავიდა. მალევე მეგობრის სურდომ გაიარა, გოგონას მდგომარეობა კი დღითი დღე უარესდებოდა
”ხანდახან სუნთქვა ძალიან მიჭირდა, დაღლილობას ვგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ, რადგან ათი წლის განმავლობაში პირველად წავედი სასრიალოდ, ფორმა დავკარგე და მარტივად ვიღლებოდი, მეგონა უბრალო სურდო იყო, თუმცა უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს“ - აღნიშნა კლემენტმა.
18 მარტს ფილტვებში სუნთქვის დროს უცნაური ხმაური მოესმა. ეს ხმა უფრო და უფრო ხშირად ისმინებოდა. მოდელი ექიმს ვიდეო ზარით დაუკავშირდა, ამ უკანასკნელმა კი სიცხის დამწევი პრეპარატის მიღება ურჩია. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და შეშინებული კლემენტი ექიმს პირადად ეახლა.
„ძალიან სუსტად ვიყავი. ყოველი მოძრაობა ხველას იწვევდა. საშინელ ტკივილს გრძნობდი მთელს ორგანიზმში და ძალა საერთოდ არ მქონდა. როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ახალგაზრდებში ეს ვირუსი ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ყოველივე ტყუილი აღმოჩნდა - პირადად გამოვცადე ჯოჯოხეთი საკუთარ თავზე. უბრალოდ მსურს, რომ ხალხმა მეტი სერიოზულობით შეხედოს ამ ყველაფერს“ - აცხადებს მოდელი.
მისი მდგომარეობა ახლა დასტაბილურდა, თუმცა ჯერ ყველაფერი ჩავლილი არაა და წინ ვირუსის დამარცხება, შემდეგ კი სავალდებულო კარანტინი ელის, რომელიც კლემენტისთვის ახლა ნამდვილი შვებაა.
0