საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა />


  00:00:05     31-03-2020

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა

a97522.jpg

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 418 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 024-ს შეადგენს. საფრანგეთი ჩინეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსს 3 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათი საერთო რაოდენობა საფრანგეთში 44 550-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულების რაოდენობა 11 პროცენტით გაიზარდა.

0

ავტორი: