ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 117 ადამიანი დაიღუპა ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 117 ადამიანი დაიღუპა />


  15:11:45     30-03-2020

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 117 ადამიანი დაიღუპა

a97504.png

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 117 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 2 757 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რეზა მალეკზადეს განცხადებით, ყუმის, გილანის, მაზანდარანის და მარკაზის პროვინციებში, კორონავირუსით დაინფიცირების შეთხვევები იკლებს და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინფექციის პიკმა გადაიარა. ირანელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყანას დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა სამ კვირაში შეუძლია, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვირუსის გავრცელება გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

0

ავტორი: