22:06:04     27-03-2020
უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში - უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსისგან 919 ადამიანი გარდაიცვალა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისაგან 919 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე ვრცელდება.
24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობის ეს მაჩვენებელი ანტირეკორდია და ყველა წინა დღის მაჩვენებელს აღემატება.
იტალიაში გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც, დაფიქსირდა 5909 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 86498-ია.
საერთო ჯამში იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 9 ათასს გადაჭარბა.
0