ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა />


  17:32:50     27-03-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

a97415.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა "აფსნიპრესი".

გამოცემის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დადგენილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში ერთხმად დაამტკიცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობს შემოღება შესაძლებლობას აძლევს დეფაქტო ხელისფულებას შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება და დააწესოს სპეციალური რეჟიმი.

იკრძალება მიტინგების, მსვლელობისა და დემონსტრაციების ჩატარება, ასევე გასართობი, სპორტული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები.

დადგენილებით ნებადართულია კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადება.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შესახებ გახდა ცნობილი, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრები ჩაკეტა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის გახდა ნებადართული.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

0

ავტორი: