13:33:50     27-03-2020
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 75-ს მიაღწია
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 3629-ს მიაღწია, გარდაცვლილია 75 ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობას სიმპტომები მსუბუქად აღენიშნება, კოჩა მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და მკაცრად დაიცვან ის მითითებები, რომლებსაც სახელმწიფო გასცემს.
0