12:24:33     27-03-2020
თურქმენეთში კორონავირუსზე საუბარი იკრძალება, წესის დარღვევის შემთვევაში კი ურჩ მოქალაქეებს პატიმრობა ემუქრებათ
რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიუროს განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსზე საუბარი ეკრძალებათ, ხოლო ვინც ამ წესს დაარღვევს, მათ პატიმრობა ემუქრებათ.
“ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის შესახებ ნებისმიერი სახის საუბრის შემთხვევაში, ხალხი მიჰყავთ. ადამიანების ლაპარაკი ისმინება რიგებში, გაჩერებებზე, ავტობუსებში და ა.შ” - ნათქვამია რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი ბიუროს ცნობით, არა ერთი პირი დააკავეს საოქალაქო სამოსში გადაცმულმა სამართალდამცველებმა, თუმცა უცნობია, სად გადაიყვანეს ისინი და რა ბედი ეწიათ. ეს ბადებს ეჭვს, რომ ქვეყნის მმართველობა ცდილობს, საკუთარ მოქალაქეებში პანიკის გავრცელებას შეუშალოს ხელი.
0