22:29:43     26-03-2020
ნიუ-იორკის მერი: ნიუ-იორკელების ნახევარი ან მეტი, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდეს
ნიუ-იორკელები უნდა ელოდნონ იმას, რომ ქალაქის მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსით დაინფიცირდება, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 17856 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 200 ადამიანი კი გარდაიცვალა.
"სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ნიუ-იორკელების ნახევარი ან მეტი შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს. ეს ძალიან შემაშფოთებელია ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ სიმართლის თქმით უნდა დავიწყოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის მერმა.
0