მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს />


  13:57:11     26-03-2020

მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს

a97339.jpg

ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს მიაგნეს, რომლებმაც COVID19-ით დაინფიცირებულ სხვადასხვა პაციენტზე დადებითად იმოქმედა.

კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს ორი პრეპარატი ყველაზე ეფექტურად ებრძვის ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასობით ადამიანი იმსხვერპლა - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

პირველი პრეპარატი იმუნოდეფიციტის სამკურნალო მედიკამენტია, რომელიც საკმაოდ ეფექტური და ძლიერია დაბალი იმუნიტეტის ასამაღლებლად, ხოლო მეორე - მალარიის სამკურნალო პრეპარატია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მედიკამენტმა ტესტირებისას და ცდების დროს დადებითი შედეგი აჩვენა, მკვლევარები ჯერ კიდევ შეისწავლიან და სხვადასხვა კლასტერზე გამოცდიან ამ პრეპარატებს, რათა მაქსიმალური გამოცდილება დააგროვონ და საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით მიაწოდონ თავიანთი აღმოჩენა.

0

ავტორი: