10:50:29     26-03-2020
აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყანაში ამ დროისთვის COVID19-ის 69 194 დადასტურებული შემთხვევაა და სპეციალისტები ძალიან მალე მონაცემების გაორმაგებას ვარაუდობენ.
რაც შეეხება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ის 947-ია და ფატალურმა შემთხვევებმაც სწრაფი ტემპით დაიწყო ზრდა.
0