09:52:14     26-03-2020
ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო
ესპანეთმა ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 3647 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ქვეყანას ჯამში ინფიცირების 49515 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული.
ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3291 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას - 7503.
0