ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბი კარანტინი გამოაცხადა - იზოლაციაში 1.34 მილიარდი ადამიანი მოექცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბი კარანტინი გამოაცხადა - იზოლაციაში 1.34 მილიარდი ადამიანი მოექცა />


  23:41:55     24-03-2020

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბი კარანტინი გამოაცხადა - იზოლაციაში 1.34 მილიარდი ადამიანი მოექცა

a97246.jpg

ცოტა ხნის წინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საყოველთაო კარანტინი შუაღამისას ამოქმედდება, მინიმუმ 21 დღე გაგრძელდება და ინდოეთის სრულ ტერიტორიას მოიცავს.

"თქვენ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოს გარშემო კორონავირუსის გამო. ხედავთ, რომ ძლიერი სახელმწიფოები უმწეოები არიან პანდემიის წინააღმდეგ" - აღნიშნა ნარენდრა მოდიმ განცხადებაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, უამრავი ოჯახი სამუდამოდ განადგურდება.

ინდოეთში 1.34 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით 519 ადამიანი არის ინფიცირებული, გარდაცვლილია 10 და გამოჯანმრთელებულია 40 ადამიანი.

 

0

ავტორი: