პანდემიის ეპიცენტრმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლოს პანდემიის ეპიცენტრმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლოს />


  17:57:31     24-03-2020

პანდემიის ეპიცენტრმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლოს

a97245.jpg

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლოს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰარისის თქმი, ბოლო დღეების განმავლობაში, შეერთებულ შტატებში მკვეთრად იმატა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა.

ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ასეა, მაგრამ არსებობს "პოტენციალი", რომ აშშ გახდეს კორონავირუსის შემდეგი ცხელი წერტილი", - განუცხადა ჰარისმა ჟურნალისტებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 46 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 593 დასრულდა ლეტალობით.

რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ "პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა"

0

ავტორი: