ქვეყანა და ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება, ბუნკერში მყოფი ივანიშვილი კი ხეებს თხრის და თავის ბოსტანში მიაქანებს ქვეყანა და ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება, ბუნკერში მყოფი ივანიშვილი კი ხეებს თხრის და თავის ბოსტანში მიაქანებს />


  17:01:00     24-03-2020

ქვეყანა და ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება, ბუნკერში მყოფი ივანიშვილი კი ხეებს თხრის და თავის ბოსტანში მიაქანებს

a97237.jpg

მაშინ, როდესაც ეკონომიკა ჩამოიშალა და ხალხს, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მასობრივი უმუშევრობა და შიმშილი ემუქრება, ჭორვილის ბუნკერში მყოფი ივანიშვილი კვლავ აგრძელებს ხეების მოთხრას და თავის ბოსტანში გადარგვას. 

კერძოდ, "წითელ ზონაში" ჩარჩენილი ათი ათასობით ემიგრანტის, 100 ათასზე მეტი ადამიანის უმუშევრად დარჩენის, ფასების გაძვირებისა და ბიზნესის გაჩერების ფონზე, ივანიშვილმა სამეგრელოში 6 ასწლოვანი ჭადარი ამოთხარა და შეკვეთილში გადაგზავნად გაამზადებინა მუშებს, რომლებსაც პანდემიის დროს პირბადეებიც კი არ დაურიგეს. 

ამ დროს კი, ქვეყანა გარდა ეკონომიკის ჩამოშლისა, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების საშიშროების წინაშე დგას. 

მარნეული და ბოლნისი კარანტინის ზონაა, საკარანტინე ზონად ამზადებენ სხვა მინიციპალიტეტებსაც - მოსალოდნელია დაინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა. 

არსებულ სიტუაციას საგანგაშოს ხდის ლარის კურსიც. 

მაგალითად: დღეს, ერთი დოლარი უკვე 3 ლარი და 45 თეთრი ღირს, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყოველსაათობრივად ხდება, რაც ფასების სერიოზულ მომატებას იწვევს...

ხოლო ასეთი მასშტაბური კატასტროფის, ეპიდემიისა და საყოველთაო პანდემიის პარალელურად, ივანიშვილი ჭორვილის ბუნკერს აფარებს თავს და ასწლოვანი ხეების მოთხრით, ერთი მხრივ ბუნების გაჩანაგებას აგრძელებს, მეორე მხრივ კი, კვლავ პირად კომფორტზე ზრუნავს.

0

ავტორი: