"სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ძალიან მტკივნეული იყო" - კორონავირუსით დაავადებული 28 წლის მამაკაცი COVID19-ის რეალურ საფრთხეზე ალაპარაკდა "სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ძალიან მტკივნეული იყო" - კორონავირუსით დაავადებული 28 წლის მამაკაცი COVID19-ის რეალურ საფრთხეზე ალაპარაკდა /> "/> " />


  19:25:38     24-03-2020

"სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ძალიან მტკივნეული იყო" - კორონავირუსით დაავადებული 28 წლის მამაკაცი COVID19-ის რეალურ საფრთხეზე ალაპარაკდა

a97234.jpg

მაიკლმა პირველი სიმპტომები მაშინ იგრძნო, როდესაც ინგლისიდან ირლანდიაში დაბრუნდა. ეს ყველაფერი უმნიშვნელო თავის ტკივილით დაიწყო, რომლისთვისაც თავიდან ყურადღება არ მიუქცევია. ცოტა ხანში სუნთქვა გაუჭირდა და ტემპერატურა მოემატა, რომელიც სწრაფად იზრდებოდა. შემდეგ დაეწყო კრუნჩხვები. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გააცნობიერა, რომ სიკვდილთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. მაიკლმა Sky News– სთვის გადაღებულ ვიდეოში აღწერა, თუ რას გრძნობდა იმ მომენტში.

"სანამ იზოლირებულ პალატაში ვიწექი, უამრავი ეგზისტენციალური კითხვა მებადებოდა. იმდენად სუსტად ვიყავი, რომ თავის აწევაც მიჭირდა. მეფიქრებოდა ისეთ საკითხებზე, რომელზეც აქამდე არასდროს მიფიქრია, მაგალითად: კარგი ადამიანი ვიყავი თუ არა, რამდენი სიკეთის გაკეთება მოვასწარი ცხოვრებაში? ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვირუსის გამო თუ ასე ცუდად ვიქნებოდი. ეს ძალიან მტკივნეული იყო, ენითაც ვერ აღვწერ, იმდენად წარმოუდგენლად ცუდად ვგრძნობდი თავს".

მაიკლის თქმით, მის გარშემო მყოფებს ჯერ სათანადოდ არ ესმით ახალი ვირუსის საშიშროების ხარისხი, ვერ აფასებენ იმ რისკებს, რომელიც კორონავირუსს ახლავს თან. ხალხი აგრძელებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს, რეალურ საფრთხეზე არავინ ფიქრობს. ირლანდიელი, ისევე როგორც მრავალი ინფიცირებული, სხვებსაც მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

"ეს გაფრთხილება მათთვისაა, ვინც ჯერ კიდევ აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას და არ იჩენს სიფრთხილეს. თუ ისე არ იტანჯებით, როგორც მე, გარწმუნებთ, რომ თქვენ თუ არა, აუცილებლად დაიტანჯებიან თქვენი მშობლები, ახლო ნათესავები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები. ეს ვირუსი მკვლელია და ჯერ კიდევ ვერ აფასებთ სათანადოდ რეალურ საფრთხეს. თქვენი სხეული რეაგირებს ვირუსზე, ცდილობს გადალახოს იგი, ამიტომ მთელი თქვენი ენერგია გადადის მასთან ბრძოლაში და გრძნობთ სიკვდილის ზღვარს" - აღნიშნა მაიკლმა. 

0

ავტორი: