სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა />


  17:08:16     24-03-2020

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

a97227.jpg

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა. ერთ დღეში 41 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რაოდენობა ჯერ-ჯერობით ორია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულების უმრავლესობას ტემპერატურა საერთოდ არ აღენიშნება. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ახალი შემთხვევების რაოდენობა და გეოგრაფია შემაშფოთებელია. დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა კოტაიკის და ერევნის საწარმოო დაწესებულებებში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამკაცრდება შეზღუდვები, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება. ფაშინიანმა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, დარჩნენ სახლში და დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები.

0

ავტორი: