06:38:43     24-03-2020
კანადელმა მღვდელმა, კორონავირუსისგან დასაცავად, თავისი ქალაქი თვითმფრინავიდან დალოცა
კანადის პროვინცია სასკაჩევანიის ქალაქ სასკატუნში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა მამა მეთიუ რამსეიმ კორონავირუსისგან დასაცავად, გადაწყვიტა, რომ თავისი ქალაქი თვითმფრინავიდან დაელოცა. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
"ადამიანებში დიდი შიში და შფოთვაა და ჩვენ, ეკლესიაში საკუთარ თავს ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ მათთვის?" - თქვა წმინდა ანას ეკლესიის მოძღვარმა.
მღვდელმა ქალაქის თავზე მცირე თვითმფრინავით 45 წუთი იფრინა, რა დროსაც სახარებას კითხულობდა და იესო ქრისტეს სასკატუნის მცხოვრებლების გადარჩენას სთხოვდა.
"რა თქმა უნდა, ღმერთი ყველგანაა, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ ნაბიჯით იმედი და სიყვარული გავუჩინოთ ადამიანებს. ისინი სხედან სახლში და არ იციან, რა ქნან. როდესაც ქუჩებს გადავუფრინეთ, ვფიქრობდით მათზე, ვინც ახლა სახლში არ არის - ვინც საავადმყოფოებში უვლის ავადმყოფებს, უნივერსიტეტებში მუშაობს ვაქცინის შექმნაზე... ყველა კონფესიის ადამიანი დღეს უნდა გაერთიანდეს," - განაცხადა კათოლიკე მღვდელმა.
0