00:03:52     24-03-2020
კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო სვლა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
"პანდემია ჩქარდება. პირველი დაფიქსირებული შემთხვევიდან მას 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის" - აღნიშნული განცხადება ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გააკეთა.
ადანო დიდი ოცეულის ქვეყნებს დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა გაზარდონ პანდემიისთვის საჭირო რესურსის წარმოება.
"ჩვენ გვჭირდება დიდი ოცეულის ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი აქვთ. თუ ჩვენს პრიორიტეტებში არ იქნება ჯანდაცვის წარმომადგენლების დაცვა, ბევრი ადამიანი მოკვდება, რადგან თავად ექიმები იქნებიან ავად" - განაცხადა ტედროს ადანომ.
0