11:27:11     23-03-2020
ჰარვი ვაინშტეინს კორონავირუსი დაუდგინდა
ცნობილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს, რომელსაც სექსუალურ ძალადობისა და შევიწროებისთვის 23-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ვაინშტეინი იზოლაციაში ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. 68 წლის ყოფილი პროდიუსერის გარდა კარანტინში ციხის რამდენიმე თანამშრომელი მოთავსდა.
0