იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა />


  10:13:40     23-03-2020

იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

a97150.jpg

"სი-ენ-ენის" ცნობით, იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა.

გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.

გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.

0

ავტორი: