"ნუ მოწევთ, ნუ დალევთ, ივარჯიშეთ და იცეკვეთ... სახლში მუშაობის შემთხვევაში, დიდხანს ერთ მდგომარეობაში ნუ დაჯდებით" "ნუ მოწევთ, ნუ დალევთ, ივარჯიშეთ და იცეკვეთ... სახლში მუშაობის შემთხვევაში, დიდხანს ერთ მდგომარეობაში ნუ დაჯდებით" /> "/> " />


  09:47:25     21-03-2020

"ნუ მოწევთ, ნუ დალევთ, ივარჯიშეთ და იცეკვეთ... სახლში მუშაობის შემთხვევაში, დიდხანს ერთ მდგომარეობაში ნუ დაჯდებით"

a97078.jpg

მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმის გაძლიერებაში დაგეხმარებათ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ რეკომენდაციებს არა მხოლოდ ქვეყნებს, არამედ ადამიანებსაც ვაძლევთ. ამ რთულ ჟამს მნიშვნელოვანია ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მივხედოთ. პირველ რიგში, საჭიროა ჯანსაღ დიეტას მივყვეთ, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებას. მეორე, უნდა შევზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება. მესამე რეკომენდაცია, ნუ მოწევთ, ვინაიდან მოწევა მძიმე დაავადებების რისკს ზრდის კორონავირუსით ინფიციფრების შემთხვევაში. მეოთხე, საჭიროა ფიზიკური ვარჯიში“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თუ დაწესებული შეზღუდვების გამო გარეთ გასვლის საშუალება არაა, მაშინ სახლში უნდა ვივარჯიშოთ.

"იცეკვეთ, იოგათი დაკავდით ან საფეხურებზე ადით და ჩამოდით. სახლში მუშაობის შემთხვევაში დიდხანს ერთ მდგომარეობაში ნუ დაჯდებით. ყოველ ნახევარ საათში ადექით და სამი წუთით შეისვენეთ“, - დასძინა მან.

0

ავტორი: