კორონავირუსის ეპიდემიის გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება კორონავირუსის ეპიდემიის გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება />


  10:19:35     20-03-2020

კორონავირუსის ეპიდემიის გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება

a97049.jpg

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო კანის კინოფესტივალი აღარ გაიმართება. ამის შესახებ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

"ჯანდაცვის კრიზისის, საფრანგეთსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კანის კინოფესტივალი დაგეგმილ ვადებში ვეღარ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანის კინოფესტივალი 12 მაისიდან 23 მაისის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორები ახალ თარიღზე იმსჯელებენ.

0

ავტორი: