რიოში ქრისტეს ქანდაკებაზე კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშები გამოსახეს რიოში ქრისტეს ქანდაკებაზე კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშები გამოსახეს />


  16:13:09     19-03-2020

რიოში ქრისტეს ქანდაკებაზე კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშები გამოსახეს

a97038.jpg

ბრაზილიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დაიხურა.

ქანდაკება, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, სოლიდარობის ნიშნად კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშების გამოსახულებით გაანათეს.

გავრცელებულ ფოტოებში ჩანს საქართველოს დროშაც.

ოფიციალური მონამცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე შემთხვევაა დადასტურები. აქედან უმრავლესობა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში - სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა სან პაულუს მკვიდრი 62 წლის მამაკაცი.

0

ავტორი: