11:09:35     19-03-2020
BBC: აზიის ქვეყნებს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სინგაპური აზიის ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იმ ადამიანებისგან ემუქრებათ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
ჩინეთში ახალი შემთხვევბი არ დაფიქსირებულა, თუმცა გაიზარდა იმპირტირებული შემთხვევების რაოდენობა.
დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა სამხრეთ კორეაში, სადაც covid-19-ის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოთხშაბათს სინგაპურში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 33 იმპორტირებულია.
გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში, ჩინეთში, ჰუების და ვუჰანის პროვინციაში 8 ადამიანი გარდაიცვალა .
0