10:29:43     19-03-2020
"ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება"

ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
თუმცა, კობახიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის ეპიდემია გადაივლის და არჩევნების ჩატარება მოხერხდება. „შესაბამისად ეს გარემოება აქტივობაზეც არ უნდა აისახოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0