ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე შეიქმნება ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე შეიქმნება />


  09:20:24     18-03-2020

ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე შეიქმნება

a96987.jpg

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოდგომამდე შექმნის იმედი აქვთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"გუშინ ვესაუბრე ინოვაციური კვლევითი კომპანიის ხელმძღვანელობას. ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. ევროკავშირი მათ 80 მილიონამდე ევროს ოდენობის დაფინანსებით უზრუნველყოფს. ვიმედოვნებ, რომ ამ მხარდაჭერის წყალობით შემოდგომამდე ვაქცინა გვექნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 

0

ავტორი: