"კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გაგრძელდება ივლისამდე ან აგვისტომდე... შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც" "კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გაგრძელდება ივლისამდე ან აგვისტომდე... შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც" /> "/> " />


  10:51:06     17-03-2020

"კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გაგრძელდება ივლისამდე ან აგვისტომდე... შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც"

a96958.jpg

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. ტრამპმა ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა აშშ-ში, შესაძლოა ზაფხულამდე გასტანოს.

ტრამპის თქმით, აშშ-ში ვითარება, სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო მეტ ხანს".

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მცხოვრებლებს ურჩია, თავი შეიკავონ ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისგან, ასევე მოგზაურობისგან, თუკი აუცილებელი არ არის. ახალი გაიდლაინის თანახმად, ხალხმა უნდა აირიდოს თავიდან 10 - ზე მეტი ადამიანის შეკრება.

აშშ-ში ახალ კორონავირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებლთა რიცხი 4000-ს აჭარბებს.

0

ავტორი: