პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა />


  10:33:04     17-03-2020

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

a96955.jpg

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა. 

როგორც მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, მისმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა თავს კარგად გრძნობს.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორინავირუსმა უკვე 162 ქვეყანა მოიცვა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 171-ს შეადგენს, 182 681 კი დაინფიცირებულია.

0

ავტორი: