00:17:38     16-03-2020
რა არის ბიოლოგიური იარაღი?
ბიოლოგიური იარაღის არსია შიშის ფაქტორი და გამანადგურებელი შესაძლებლობები, რომლისაც თვით ტერორისტებსაც კი შიშის ზარს სცემს. მას მეორენაირად უწოდებენ ცოცხალ იარაღს, რადგან იგი დაკომპლექტბულია ცოცხალი ორგანიზმებით, ესენია ბაქტერიები, ვირუსები, სპორები, დაავადებული ცხოველები და სხვა.
ბიოლოგიური იარაღი უფრო მეტად გამანადგურებელია, ვიდრე ქიმიური, ბირთვული და სხვა ნებისმიერი იარაღი, რომელც ადამიანის ხელითაა შექმნილი. მისი შესწავლა და სამხედრო მიზნებით გამოყენება ექსტრემალურ რისკს შეიცავს, მაგალითად, საბჭოთა კავშირში გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ბიოლოგიური იარაღის სრულყოფაზე და რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი მოხდა, როდესაც ციმბირის წყლულით თავად მკვლევარები დაინფიცირდნენ. მათი შემდგომი ბედი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ცდები ციმბირში ტარდებოდა, ამიტომ იქ იზოლირების ფაქტორი მაღალი იყო და დაავადების გავრცელების შანსი მინიმალური. ცოცხალი იარაღის ძალა უკონტროლოა, სხვა დანარჩენი იარაღი კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოდგება, მაგრამ ამ იარაღს არ აქვს საზღვრები. ის შეიძლება პლანეტის ერთ წერტილში აღმოცენდეს და რამდენიმე დღეში მეორე, სრულიად საპირისპირო წერტილში გამოიწვიოს ეპიდემია. ასე რომ, ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აბსოლუტურად ყველას აშინებს.
ციმბირის წყლული ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერიული დაავადებაა. მისგან ადამიანები, ძირითადად, ინფიცირებული ცხოველის ხორცის ჭამის შემდეგ ავადდებიან. იგი იწვევს კანის ანთებას ლიმფურ კვანძებში და ასევე, შინაგან ორგანოებში. ამ დაავადებას უძველესი დროიდან იცნობენ, მას “პერსიულ ცეცხლს” უწოდებდნენ. რევოლუციამდელ რუსეთში ეს დაავადება ციმბირში იყო გავრცელებული, სადაც პრაქტიკულად ადამიანების მთავარ საკვებს, ხორცი წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ციმბირის წყლული.
იგი არის ჩხიროვანი ბაქტერია, ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს კანზე ჭრილობიდან, ძირითადად, პირის ღრუდან და ყველაზე იშვიათად - სასუნთქი გზიდან. ციმბირის წყლული ინფიცირების შემდეგ იწყებს გამრავლებას, რის შედეგადაც იგი ხვდება სისხლში სადაც 1მმ*3 მოცულობაში შეიძლება მათი რიცხვი მილიონს აღემატებოდეს, ორგანიზმში იწყება უმწვავესი ინტოქსიკაცია. ეს დაავადება ძალიან თავისებურია, მან შეიძლება ლეტალური შედეგით დაასრულოს მკურნალობა მაშინაც კი, თუ იგი დროულად და უზუსტესად იქნა დაწყებული.
ინგლისელები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ციმბირის წყლულზე ატარებდნენ ცდებს, მათ შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე გამოაცხადეს კარანტინი და დაიწყეს ამ დაავადების გამოცდა. შედეგი იყო ის რომ ცოცხალი იმ კუნძულზე არაფერი არ დარჩა და 40 წლის მანძილზე მთელი კუნძული სადეზინფექციო პრეპარატით იყო მორწყული.
ქოლერაც ჩხიროვანი ბაქტერიაა, რომელიც იწვევს მწვავე კუჭის ინფექციას. იგი ხასიათდება ფეკალურ-ორალური თვისებით ანუ მისი გავრცელება დაინფიცირების შემდეგ ხდება ორგანიზმიდან ფეკალიების გამოსვლის შედეგად, ძირითადად, ეს ინფექცია ვრცელდება დაბინძურებულ ადგილებში, სადაც ცხოვრების დონე დაბალია. ამ დაავადების გავრცელება ძალიან ადვილია, თუ იგი აღმოცენდა რამდენიმე შემთხვევაში, მაშინ ეპიდემიის დიდი შანსია, ამიტომ იგი ძალიან საშიში და საყურადღებოა.
ეპიდემიის ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წელს ჰაიტიში, როდესად დაინფიცირდა 200 000 ადამიანი და ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 3457 ადამიანი, მაგრამ თითქმის ყოველთვის მსხვერპლი მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ფიქსირდება. იგი, ძირითადად, გავრცელებულია ინდოეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკის მრავალ ქვეყანაში და ჩინეთში, სადაც ამ დაავადბას დიდი ხანია კარგად იცნობენ. ისტორიის მანძილზე, ადამიანები ამ დაავადებით მრავალი ათასწლეული იტანჯებოდა, მას ჰიპოკრატე და სხვა ცნობილი ისტორიული პიროვნებები აღწერდნენ.
მრავალი პაციენტი, რომელიც დაინფიცირებულია ამ დაავადებით, არ ავლენს არანაირ აქტივობას, ის უბრალოდ ვლინდება დიარეით ან სხვა ჩვეულებრივი კუჭ-ნაწლავური დარღვევით, ხოლო 20-30% შემთხვევებში ქოლერა ვლინდება მთელი თავისი არსით და ხშირ შემთხვევაში, ის პაციენტის გარდაცვალებით მთავრდება. ქოლერის მწვავე სტადიის დროს ადამიანი კარგავს სითხეს ორგანიზმის მთლიანი მასის 6-9%-ს. მიკრობიოლოგების აზრით ამ ბაქტერიების 100 კილოგრამი საკმარისი იქნება, რომ უბრალოდ დააჩოქოს ისეთი მეგაპოლისები, როგორიცააა ნიუ-იორკი.
ბოტულიზმი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ძალიან საშიში და მწვავეა. ბოტულიზმი ორგანიზმში, ძირითადად, საკვებიდან ხდება, მაგრამ მისი გავრცელება ასევე შესაძლებელია წყლის და აეროზოლების მეშვეობით, რომელიც შეიცავს ბოტულიზმის ბაქტერიებს. ის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან, სასუნთქი გზით, დაზიანებული კანიდან. იგი არის მძიმე ტოქსიკოინფექციური დაავადება რომელიც პირველ რიგში აზიანებს ნერვულ სისტემას, მოგრძო და ზურგის ტვინს. ის ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, მაგრამ თუ იგი გამოყენებული იქნება სამხედრო მიზნებით, მაშინ მისი გავრცელება არც ისე ძნელი იქნება.
პაციენტის წამება იწყება მაშინ როდესაც მას ეწყება ღებინება, მუცლის ტკივილი, შემდგომ მეტეორიზმი ნაწლავური მოქმედების შენელება და სხვა. შემდგომ უკვე იწყება ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის გაუარესება, კუნთების მოდუნება და პირში სიმშრალე. პაციენტის შემოწმებისას, სახე ნიღბისმაგავარი ხდება, თვალის გუგები გაფართოებულია და თითქმის არ რიაგირებს სინათლეზე, იწყება თავის მწვავე ტკივილი, პაციენტს უძნელდება ენის გამოწევა, იგი ნელა ან წინ და უკან იმპულსური ქანქარით გამოდის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოტულიზმი ექსტრემალურ ბაქტერიულ დაავადებას ეკუთვნის, მისგან გამოჯანმრთელება მაინც შესაძლებელია, მაგრამ იგი ძალიან ხანგრძლივი და რთულია.
არსებობს კიდევ მრავალი ინფექციური დაავადებები რომლებიც შესაძლებელია ადამიანმა გამოიყენოს ბოროტი მიზნებისთვის, მათ რიცხვს მიეკუთვნება: ყვითელი ციება, ტიფი, მალარია, ტულარემია, მენინგოკოკური ინფექცია და სხვა. ბიოლოგიურმა იარაღმა საზღვრები არ იცის.
0