09:01:10     14-03-2020
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი ახალშობილ ბავშვს დაუდასტურდა
"დეილი მეილის" ინფორმაციით, ინგლისში კორონავირუსი ახალშობილ ბავშვს დაუდასტურდა. ის ინფექციის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია მსოფლიოში.
გამოცემის ცნობით, ბავშვის დედა კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდო პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს, მაგრამ ვირუსის დადგენის შესახებ მხოლოდ მშობიარობის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამჟამად, დედა-შვილი სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ. ბავშვი იმავე კლინიკაში დარჩა, სადაც დაიბადა, დედა კი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დედის მდგომარეობა ბავშვის მდგომარეობაზე რთულია.
ექიმები ცდილობენ დაადგინონ, როდის დაინფიცირდა ახალშობილი - ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში თუ მშობიარობისას.
გამოცემის წყაროს ცნობით, ექიმებს, ვინც ბავშვის დედა ამშობიარა, რეკომენდაცია მიეცათ თვითიზოლაციის შესახებ.
0