ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა />


  16:59:59     13-03-2020

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა

a96878.jpg

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჩჟაო ლიცზიანი ირწმუნება, რომ რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა. ამის შესახებ წერილი პრესსპიკერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

საუბარია აშშ-ის 300 წარმომადგენელზე, რომელიც უხანში, რიგით მეშვიდე მსოფლიო თამაშებს ესწრებოდა.

ლიცზიანის კომენტარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ადრე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი იყო.

სოციალურ ქსელში რედფილდის ეს ვიდეო აქტიურად ვრცელდება. ჩინეთში ეჭვობენ, რომ აშშ რეალური მიზეზის გადაფარვას ცდილობს.

0

ავტორი: