ქართული ოცნების დეპუტატმა ენუქიძემ, რომელიც  დღგ-ს კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, ბოლო 3 წელში 572 ათასის ქონება შეიძინა ქართული ოცნების დეპუტატმა ენუქიძემ, რომელიც დღგ-ს კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, ბოლო 3 წელში 572 ათასის ქონება შეიძინა />


  22:49:35     11-03-2020

ქართული ოცნების დეპუტატმა ენუქიძემ, რომელიც დღგ-ს კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, ბოლო 3 წელში 572 ათასის ქონება შეიძინა

a96832.jpg

ქართული ოცნების დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ 9 თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ბიზნესმენის, გოჩა ბახიას თქმით, დღგს-ს კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, ბოლო 2 წელში 572,000 ლარის უძრავი ქონება შეიძინა. 

ბიზნესმენი გოჩა ბახია, გასულ წელს იმ კორუფციული სქემის ფარგლებში დააკავეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან ხალხის 700 მილიონი ლარი მოიპარეს. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

დიდი და საუკუნის კორუფციის სქემის მონაწილეები არიან: ყოფილი პრემიერი ბახტაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გოჩა ენუქიძე, მამუკა ვასაძე, უჩა მამაცაშვილი...

ამ გვარებს ბახიაც ასახელებს, რომელიც ამბობს რომ იმის გამო გაწირეს, რათა კრიმინალური სინდიკატის მთავარი მოქმედი პირები გადაერჩინათ და “ხანძარი ჩაექროთ”.

გოჩა ენუქიძის შეძენილი ქონება ბოლო 3 წლის განმავლობაში

გოჩა ბახია აცხადებს რომ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან, გოჩა ენუქიძე დღგ-ს კორუფციულ სქემაში თავისივე კომპანიის, “ოპტიმას” გამოყენებით მონაწილეობდა. 

კორუფციული სქემის მიხედვით, აყალბებდნენ დღგ-ს ფაქტურებს, მალავდნენ გადასახადებს და ზრდიდნენ მოგებას, რამაც საბოლოოდ, ბიუჯეტს დიდი ოდენობით - 700 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 

[I=2]ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქართული ოცნების დეპუტატი ენუქიძე “იბერკომპანის” 100 პროცენტის მფლობელია. 

თავის მხრივ, “იბერკომპანი” ფლობს ფირმა “ოპტიმას” 100 პროცენტიან წილს. ბახია სწორედ “ოპტიმას” კორუფციულ ჩართულობაზე მიუთითებს - ნავთობის ბიზნესში. 

აღსანიშნავია რომ დღგ-ს კორუფციული სქემა განსაკუთრებით 2016 წლიდან გააქტიურდა. 

ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით, რა ქონება შეიძინა ქართული ოცნების დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ 2016-2019 წლებში. 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აღმოჩნდა რომ გოჩა ენუქიძემ მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში იყიდა: 

1. 2018-ში, მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, ბრატისლავას ქუჩაზე, 2,398 მ2 – 125,000 ლარად.

2. 2017-ში, აგარაკი ბაკურიანში - 200,000 ლარად.

3. 2016-ში, მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, დიდველზე, 30,000 დოლარად (87,000 ლარი კურსით 2,90).

4. 2016-ში, ბინა ჭავჭავაძის 37 ლ-ში, 175 მ2 – 160,000 ლარად.

დღგ-ს კორუფციულ სქემაზე პრესა.ჯი ადრეც ექსკლუზიურად წერდა. 

სწორედ ჩვენი და კრიტიკული მედიის ინტენსიური სტატიების/სიუჟეტების გამო გახდა ხელისუფლება იძულებული დაეწყო გამოძიება. 

თუმცა, ისე მოხდა რომ დიდი კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები ჯერჯერობით დაკითხვაზეც არ გამოიძახეს - ივანიშვილის მფარველობის წყალობით. 

სამაგიეროდ, ჯოხი წვრილ ან ისეთ ხალხზე გადატეხეს, რომლებიც ივანიშვილის კლანის წევრები არ არიან. 

ქართული ოცნების დეპუტატი ამბროლაურიდან, გოჩა ენუქიძე კი, ივანიშვილის კლანის წევრია.

კერძოდ: გოჩა ენუქიძე ოთარ ფარცხალაძის მეგობარია.

ის, ასევე, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.  

მაგალითად: 2016 წლიდან დღემდე, ენუქიძემ ქართულ ოცნებას ჯამში 165,000 ლარი შეწირა - წინასაარჩევნოდ.

რაც შეეხება გოჩა ბახიას, მას ახლა სამართლებრივ კონსულტაციებს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა უწევს. 

0

ავტორი: