11:33:45     06-03-2020
ერდოღანი და პუტინი იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები, 6 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მათი ოფიციალური შეხვედრა მოსკოვში გუშინ გაიმართა.
ერთობლივი გადაწყვეტილებით, სირიის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვიან ღამით ამოქმედდა. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში იდლიბში უსაფრთხოების კორიდორების შექმნა და 15 მარტიდან რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირების დაწყება დაანონსდა.
0