13:40:44     05-03-2020
ვლადიმერ პუტინმა სირიაში სამხედრო შეიარაღება გაზარდა
მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, ერდოღანს შეხვდება, სირიაში სამხედრო ძალების შეიარაღებას ზრდის. რუსეთმა თვადასხმა განახორციელა იდლიბის დეესკალაციის ზონაზეც, რასაც მსხვერპლი მოყვა.
თავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 18 კი მძიმედ დაშავდა. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან.
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი რთული ვითარება იქნება.
0