11:16:17     27-07-2011
მოშუშული ხორცი ამერიკულად
მასალა:
250 გრამი მაღალი ხარისხის ძროხის ხორცი
250 გრამი მოხარშული კარტოფილი
3 ცალი ტკბილი წიწაკა
2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
ლიმონის წვენი
შაქარი, მარილი, პილპილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
ძროხის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, გავაცხელოთ ცხიმში და დავტკეპნოთ. კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ტომატ-პასტა დავამატოთ ხორცს და ყველაფერი ერთად დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ლიმონის წვენი და შაქარი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სუფრაზე თეთრ პურთან ერთად მივიტანოთ.
0