იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა />


  17:35:46     04-03-2020

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

a96663.jpg

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქართველმა ემიგრანტმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დარეკა და აცნობა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე  სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს COVID-19 დაუდგინდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

ქართველი ემიგრანტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქალაქ ვიტერბორში ცხოვრობს.

0

ავტორი: