უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა />


  14:30:49     04-03-2020

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

a96651.jpg

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

ალექსეი გონჩარუკმა შესაბამისი დოკუმენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ალექსეი გონჩარუკის გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რამდეიმე დეპუტატმაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პარლამენტს უკვე გადასცა.

თუმცა უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებგვერდზე პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ განთავსებულა.

აღნიშნულ საკითხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.

35 წლის პოლიტიკოსი თანამდებობას გასული წლის აგვისტოს შემდეგ იკავებს.

ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

0

ავტორი: