10:41:13     04-03-2020
ძლიერი წვიმებით გამოწვეულ სტიქიას ბრაზილიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წყალდიდობა და მეწყერი იყო ბრაზილიაში, რომელიც ძლიერმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სან-პაულოსა და რიო-დე-ჟანეიროში სტიქიას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის არიან მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 30 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც სამძებრო სამუშაოებში ჩართული პირები ვარაუდობენ, დაღუპულთა რიცხვი დღის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.
0