კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა />


  16:49:48     02-03-2020

კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა

a96602.jpg

ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხამენეისთან არსებული მიზანშეწონილობის საბჭოს წევრი, მოჰამად მირმოჰამადი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც გუშინ ჰოსპიტალიზებული იყო. მიზანშეწონილობის საბჭო საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც რჩევებს აძლევს ირანის უზენაეს ლიდერს და ასევე უზენაეს ლიდერსა და პარლამენტს შორის არსებულ დავებს აგვარებს.

29 თებერვალს კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი გარდაიცვალა.

0

ავტორი: