16:11:22     02-03-2020
კორონავირუსის გამო ოპოზიციამ, შესაძლოა, 4 აპრილს დაგეგმილი აქცია გადადოს

კორონავირუსის გამო ოპოზიციამ, შესაძლოა, 4 აპრილს დაგეგმილი აქცია გადადოს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განვითარებასთან ერთად იქნება მიღებული.
„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“ - აღნიშნა კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
0