თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ... ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები! თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ... ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები! />


  12:24:27     02-03-2020

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ... ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები!

a96589.jpg

ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მიერ იდლიბში დაწყებული სამხედრო ოპერაციის - „გაზაფხულის ფარის“ - კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“ და ახლა კი „მშვიდობის ფარით, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი დროშის დასაცავად იბრძვიან,“ - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ განხორციელება დაიწყო.

0

ავტორი: