ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს />


  14:45:08     28-02-2020

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს

a96550.jpg

სოციალურ ქსელში ბლოგერი Secret Beijing-ი, რომელიც ჩინეთის ანალიტიკოსს უწოდებს საკუთარ თავს, წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი დახვრიტეს. ამის შესახებ გამოცემა International Business Times-იც წერს. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჩინოსანი დახვრიტეს იმის გამო, რომ მან კარანტინი დაუკითხავად დატოვა. 

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს.

0

ავტორი: