13:01:45     28-02-2020
ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცი ისევ ტყვეობაში რჩება
უკვე მეორე დღეა ე.წ. მესაზღვრეებს გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრი ტყვეობაში ჰყავთ. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. გატაცებული ელდარ გუნდიშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
"დაინახეს რომ გაიარა, ჩაუსაფრდნენ და დაიჭირეს, შვილმა დაინახა, რომ იჭერდნენ. ისინი ორნი იყვნენ და მარტო რას გახდებოდა. მე მაქვს ბაღი ცხინვალის საზღვართან, როგორ დადიან იქ მათი ჯარისკაცები ვხედავ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ მოვერიდოთ მათ" - აცხადებს ადგილობრივი ზურა ცეცხლაძე.
0