11:09:39     28-02-2020
ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
0