მოპედის ქურდობისთვის თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავეს მოპედის ქურდობისთვის თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავეს />


  11:35:40     26-02-2020

მოპედის ქურდობისთვის თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავეს

a96480.jpg

მოპედის ქურდობისთვის პოლიციამ თბილისში 29 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მან მოპედი ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: